ვიქტორ ორბანი უკვე უკრაინაშია. უკრაინული მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კორტეჟი კიევში უნგრეთის საელჩოში მივიდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს კიევში ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტია.
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის განცხადებით, ორბანი ზელენსკისთან ევროპაში მშვიდობის საკითხზე იმსჯელებს.
მისივე თქმით, დისკუსიები შეეხება მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებს, ასევე უნგრეთ-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.