დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ეს ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტია. ამის შესახებ Financial Times-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის, უკრაინის სამხედრო დახმარებას ყველაზე მეტად სწორედ ორბანი აკრიტიკებდა. გარდა ამისა, ის მხარს არ უჭერდა ევროკავშირში მის გაწევრიანებას.
აღსანიშნავია, რომ 1-ელი ივლისიდან უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.