უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.
Reuters-ის ინფორმაციით, 69 წლის მძღოლმა რომელიც BMW-ს მარკის ატომობილს მართავდა გვიან შენიშნა, რომ გზა ესკორტისთვის იყო გადაკეტილი, ავტომობილის მობრუნების მცდელობისას ის ორბანის თანმხლები ერთი პოლიციელის მოტოციკლს დაეჯახა, რომელიც თავის მხრივ მეორე პოლიციელის მოტოციკლს შეეჯახა. პოლიციელი, რომლის მოტოციკლეტსაც ავტომობილი დაეჯახა დაიღუპა, მძიმეა მეორე, 27 წლის პოლიციელის მდგომარეობა. ის კლინიკაში იმყოფება.
ვიქტორ ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით იმყოფებოდა.