უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ბერლინში ირაკლი კობახიძეს შეხვდა. აღნიშნული ინფორმაცია ორბანმა ჟურნალისტ თამუნა ილურიძესთან დაადასტურა.
„დიახ, მხოლოდ „გამარჯობა, როგორ ხართ?" ვუთხარი. ძალიან მოკლე შეხვედრა იყო. მე ის და ქართველი ხალხი ძალიან მომწონს", - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერი კობახიძეს ბერლინში, სასტუმრო ადოლონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შეხვდა.