ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი უვადო გაფიცვას იწყებს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისიდან უვადო გაფიცვას იწყებს. ისინი კომპანიას ბულინგსა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ და ფაქტებს კიდევ უფრო ამძიმებს მენეჯმენტის არაჰუმანური დამოკიდებულება. ამასთან, ისინი ხელმძღვანელობის მიმოწერის ე.წ. სქრინებს თანამშრომლები ავრცელებენ.

ონლაინ-მედია „მაუწყებლის" პლატფორმამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავდნენ, რომ „ევოლუშენ ჯორჯიას“ კომპანიის მენეჯერები დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას იჩენდნენ დასაქმებულებისადმი.

მაუწყებლის” ცნობით, მენეჯერების "ჩატის" მიმოწერები მათ ანონიმურად მიაწოდეს.