ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დავით ქაცარავას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც გაირკვა, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებიან - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

იმის მიუხედავად, რომ ქაცარავაზე ძალადობის კადრები არსებობს, დამნაშავეები ამ დრომდე არ გამოუვლენიათ. სანაცვლოდ სახელმწიფომ ნაცემი სამოქალაქო აქტივისტის მხრიდან ჩადენილი დანაშაული დაინახა და მის წინააღმდეგ საქმეც აღძრა.