ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მექსიკაში ქარიშხალ „ბერილის“ მოახლოების გამო, საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული

მექსიკაში ქარიშხალ „ბერილის“ მოახლოების გამო, საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული. ამის შესახებ BBC წერს.

მეტეოროლოგები შიშობენ, რომ „ბერილი“ კარიბის ზღვის კუნძულებზე სერიოზულ ნგრევას გამოიწვევს.

ამჟამად ქარის მაქსიმალური სიჩქარე 185 კილომეტრ/საათს შეადგენს, „ბერილი“ ნახევარკუნძულ იუკატანის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. გასულ 24 საათში კანკუნის საერთაშორისო აეროპორტიდან 100-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

ქარიშხლით მიყენებულ ზიანს უკვე ითვლიან სხვა ქვეყნებში. იამაიკაში, გრენადაში და ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში „ბერილს“ უკვე 11 ადამიანი ემსხვერპლა.