აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი, აშშ-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო.
"ღირსეული პარტნიორის" გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და ასევე ინფორმაციას, რომ დასავლეთი მონაწილეობას იღებდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ახლა შეუფერებელი დროა.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ისეთ წვრთნებს ანიჭებენ, როგორიცაა "ღირსეული პარტნიორი". შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან თანამშრომობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის AGILE SPIRIT-ს 2025 წელს"“, - აღნიშნულია განცხადებაში.