ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„არა რუსულ კანონს!“ - 18:30 საათზე აქციას შშმ პირები შეუერთდებიან

„აგენტების კანონის“„ გასაპროტესტებლად დღეს, 18:30 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ აღნიშნულს.

ჩვენი არაერთი მცდელობისა და უფლების მიუხედავად, შშმ პირები არ დაგვიშვეს საკომიტეტო სხდომებზე, ამიტომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ხსენებული კანონმდებლობა დააზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, უფრო მეტად შეზღუდავს შშმ პირთათვის გარემოს, მოგვიწევს უარი ვთქვათ ყველა იმ სიკეთეზე, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. აღსანიშნავია, რომ აქამდე შშმ პირთათვის რაც გაკეთდა, ყოველივე უცხოელი დონორების ძალისხმევით“, - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ.