ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პუტინის თქმით, კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა მათ არ მოუწიოთ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვიქტორ ორბანთან საკმაოდ პირდაპირი და საფუძვლიანი აზრთა გაცვლა იყო მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე და მისი მოგვარების შესაძლო გზებზეც ისაუბრეს.

პუტინის თქმით, კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მათ მოუწევთ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. 

„კიევში ჯერ კიდევ არ არიან მზად, უარი თქვან ომში გამარჯვების იდეის ბოლომდე მიყვანაზე. ეს იმით არის განპირობებული, რომ ამ შემთხვევაში, აღარ იარსებებს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების საბაბი და არჩევნების ჩატარება მოუწევთ მაშინ, როდესაც უკრაინის მმართველებს დაკარგული აქვთ რეიტინგი, ლეგიტიმაცია და მათი შანსები ნულის ტოლია.

ამავდროულად, დასავლელი სპონსორები აგრძელებენ ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის რუსეთთან დაპირისპირების მსხვერპლის როლში გამოყენებას “, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. 

ვლადიმერ პუტინმა ორბანთან მოლაპარაკებებს დროული და სასარგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს დიალოგის აღდგენის მცდელობად აღიქვამს.

„რა თქმა უნდა, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ზოგადად ნაცნობი დასავლური თვალსაზრისი, მათ შორის უკრაინის ინტერესების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტისთვის“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.