ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გორში, ბიზნესმენ ვახტანგ აბულაძის ავტომობილი დაიწვა. TV 24-ის ინფორმაციით, საქმე შურისძიებას უკავშირდება

გორში ადგილობრივი ბიზნესმენის, ვახტანგ აბულაძის ავტომობილი დაიწვა. TV 24-ის ინფორმაციით, საქმე შურისძიებას უკავშირდება.

კერძოდ, ბიზნესმენს, ხელშეუხებლობის სანაცვლოდ თანხას სთხოვდნენ, რაც ვახტანგ აბულაძემ არ გადაიხადა. სწორედ ამის შემდეგ, მის საკუთრებას ცეცხლი გაუჩნდა და ის სრულად განადგურდა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.