დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი პირველი საგარეო ვიზიტით უკრაინას ეწვია.
ოდესაში ვიზიტისას ჯონ ჰილი უკრაინელ კოლეგას რუსტემ უმეროვსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ჯონ ჰილის თქმით, უახლოეს 100 დღეში ოფიციალური ლონდონი კიევს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
„სამთავრობო ცვლილებების მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო უკრაინის საკითხში ერთ პოზიციაზე დგას.
ჩვენი მთავრობა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, ვიდგებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის აგრესიას და პასუხი ვაგებინოთ პუტინს ომის დანაშაულებისთვის“, - აღნიშნა ჰილმა.