აშშ უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დახმარება უკრაინას ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
,,ეს პაკეტი უზრუნველყოფს უფრო მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა კრიტიკულ საბრძოლო მასალებს", – აღნიშნა ოსტინმა.