ის ვერანაირად ვერ უკარნახებს უკრაინას რა უნდა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად, - ასე ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, პუტინის განცხადებას.
ოსტინის თქმით, პუტინი პირობებს ვერ დააწესებს, რადგან რუსული ჯარები უკანონოდ შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თუ ისურვებს, დღესვე შეუძლია ომის შეჩერება, რომელშიც ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა.
"პუტინს უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის სუვერენული ტერიტორია. ის ვერანაირად ვერ უკარნახებს უკრაინას რა უნდა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად. ასობით ათასი მისი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა ამ უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმის დროს. მას შეუძლო ამის დასრულება დღეს, თუ ძალიან სურს. ჩვენ მას მოვუწოდებთ გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.
ლოიდ ოსტინი: მოვუწოდებთ პუტინს, დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია
