ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იაგო ხვიჩია: ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა, რომ არჩევნებში 3-ის ნაცვლად 5 პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“

ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა იმ მიმართულებით, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“. მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნებისა“ და “გირჩის“ მონაწილეობა საკმარისია არჩევანის გასაკეთებლად.

„სულ სამი პარტია არსებობს: „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ამის ნაცვლად ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა იმ მიმართულებით, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“. მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ. სამი პარტია სრულიად საკმარისები ვართ იმისთვის, რომ მწირი, მაგრამ არჩევანი არსებობდეს,“ - იაგო ხვიჩიამ.