ოპოზიციამ ერთიანობის დეკლარაცია, ხელმოწერიდან ორ კვირაში დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიხედვით, სწორედ დღეს უნდა თქვან, რა კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ.
TV 24-ის ინფორმაციით, ასეთ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მიზეზი კონკრეტული პოლიტიკოსების შემთხვევაში, დავით კეზერაშვილის ფაქტორია და მისი მიუღებლობა.
მანამდე TV 24-მა გაარკვია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიას თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ლაშა ბაქრაძე და გია ჯაფარიძე უერთდებიან.