ნაციონალური მობილიზაცია - ასე ხედავს პოლიტიკურ პროცესს მიხეილ სააკაშვილი, „ვივა მედის“ კლინიკიდან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს სასამართლო პროცესზე, პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, რომ აუცილებელია საარჩევნო სია ახალი სახეებით იყოს დაკომპლექტებული.
„ჩვენი საარჩევნო სია უნდა იყოს აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხით დაკომპლექტებული, არავის არ უნდა ვაწყენინოთ, ძველი გვარდია ძალიან მნიშვნელოვანია, ვარდების რევოლუციის იდეალი შეუცვლელია, მაგრამ სწორედ ამ ვარდების რევოლუციის იდეალზე აღმოცენდა ახალი ხალხი, ახალი ძალები, ახალი შემადგენლობა და ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში“, - განაცხადა სააკაშვილმა.