საპროკურორო საბჭო ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ პირს, გიორგი გაბიტაშვილს გაესაუბრა.
გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.
საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 9 ივლისს, 11:00 საათზე გააგრძელებს.