პირი, რომელმაც „გლოვოს“ კურიერი დაჭრა, იდენტიფიცირებულია. ის პოლიციას მიემალა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდო დამნაშავის კვალზე ჯერ ვერ გავიდა.
ამ ადამიანის ვინაობა დააზუსტა TV24-მაც, თუმცა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, მის ვინაობას არ ვამხელთ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც.
მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვს დაზარალებულის ოჯახს. თემურ სიგუას დედის განცხადებით, დაშავებულ კურიერს ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, კურიერს შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს.