ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სოლიდარობა დაჭრილ კურიერს - სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს

სოლიდარობა დაჭრილ კურიერს. სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები დღეს იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც გლოვოს კურიერი მძიმედ დაჭრეს. ამ ფორმით კურიერებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თემურ სიგუას და დაგმეს ის ძალადობრივი მიდგომა, რომელიც მომხმარებელს მის მიმართ ჰქონდა. შეკრებილებმა მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს , რომ დანაშაული გამოიძიუონ და დამნაშავეები დაისაჯონ.

პირი, რომელმაც „გლოვოს“ კურიერი დაჭრა, იდენტიფიცირებულია. ის პოლიციას მიემალა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდო დამნაშავის კვალზე ჯერ ვერ გავიდა. ამ ადამიანის ვინაობა დააზუსტა TV24-მაც, თუმცა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, მის ვინაობას არ ვამხელთ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც.

მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვს დაზარალებულის ოჯახს. თემურ სიგუას დედის განცხადებით, დაშავებულ კურიერს ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, კურიერს შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს.