ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსეთის საგარეო დაზვერვა ამტკიცებს, რომ აშშ-ს საქართველოში პარლამენტის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) აცხადებენ, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

უწყების თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში უკვე შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების” დისკრედიტაციისთვის.

„როგორც „ვაშინგტონელმა რეჟისორებმა“ ჩაიფიქრეს, ქვეყნის მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს ევროკავშირში თბილისის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესის დეგრადაციაში და გააფრთხილებს ფართო საზოგადოებას მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა და რუსეთიდან რელოკანტების მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე“, - ნათქვამია ტექსტში.