პარიზის პროკურატურამ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ფრანგული მედიის ცნობით, ულტრამემარჯვენეების ლიდერს 2022 წელს საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებენ.
პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა უძღოდა წინ.
წინასაარჩევნო კამპანიების დროს კანდიდატებს ეკრძალებათ ხარჯების დაწესებული ზღვრის გადაჭარბება, და ამ პირობის შესრულების შემთხვევაში სახელმწიფო კანდიდატებს ამ ხარჯების ნაწილს უბრუნებს.
ფრანგული მედიის ცნობით, საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეში შესაძლოა სხვა ფიგურანტებიც გამოჩნდნენ.