ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ფინეთი მზადაა რუსეთთან საზღვარი გარკვეული პირობებით გახსნას

ფინეთის ხელისუფლება მზადაა, რუსეთთან სახმელეთო საზღვარი გახსნას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ფინეთის საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებულ ეგრეთ წოდებულ კანონპროექტს „გაძევების შესახებ".

კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ჰელსინკის საშუალებას მიეცემა, რუსეთიდან ქვეყანაში შესულ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უარი უთხრას თავშესაფრის მიცემაზე და უკან, რუსეთის ტერიტორიაზევე დააბრუნოს, - აცხადებს ფინეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერი ორპო.

ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, ფინელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთთან პირველ ეტაპზე ერთი სასაზღვრო პუნქტი გაიხსნება, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემთხვევაში კი ამოქმედდება სხვებიც.

კანონპროექტის თანახმად, ფინეთი შექმნის სპეციალურ ცენტრებს მესამე ქვეყნის მოქალაქეთათვის, სადაც მოხდება მათი განთავსება თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის გადაწყვეტილების გამოტანამდე. ფინეთის პარლამენტი კანონპროექტს მომავალ კვირაში განიხილავს.