ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჰელსინკის კომისია: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტის თანახმად, ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერია პოსტში.

მანამდე Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი, კანონპროექტს MEGOBARI Act, კონგრესს სავარაუდოდ დღეს წარუდგენს. კანონპროექტი ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებასაც ითვალისწინებს.