წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომელიც შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი.
„კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან არიდებისა და რუსეთის დაზვერვის რესურსების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. უცხოური აგენტების კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ.
კანონპროექტი, ასევე, სთავაზობს საქართველოს შესაძლებლობას, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან, თუ ის კურსს შეცვლის. ეს შეიძლება გადამწყვეტი მომენტი იყოს საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, რადგანაც მისი მოქალაქეები ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის გაჩერებას ცდილობენ", - ვკითხულობთ მასალაში.
Stay tuned 🇬🇪 https://t.co/B412bNi0Ox pic.twitter.com/73j99M3mKt
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) May 17, 2024