ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თამარ კორძაია: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი და პერსონალური მონაცემითა დაცვის ინსპექტორი მოვალეობას თუ არ შეასრულებენ, მოვა დრო, პასუხს აგებენ

არც ერთი ოფიციალურ პირს კომფორტში არ დავტოვებთ, პასუხისმგებლობა რომ აირიდოს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ასევე პერსონალური მონაცემითა დაცვის ინსპექტორი არიან მაღალი თანამდებობის პირები და ჩვენ შევახსენებთ მათ საკუთარ მოვალეობებს. არ შეასრულებენ, მოვა დრო და პასუხს აგებენ აუცილებლად კანონის წინაშე იმისათვის, რომ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს არ იცავენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსი ვალდებულია, რომ საჯაროდ გამოვიდეს და საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეებზე გამოძიება.

„მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს - დროა გამოვიდეს და საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში, რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა 2 მაისს აქციაზე დაზიანებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით...
ასევე, ირაკლი წიგნაძე, გურამ ადამია, ლევან ხაბეიშვილი, დავით ქაცარავა, ალეკო ელისაშვილი - სპეციალური სამსახურების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ამ საკითხების გამოძიება არის ზუსტად, კოკა კაციტაძის უწყების ფუნქცია“, - განაცხადა კორძაიამ.