მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებამ, რომელმაც იბრძოლა და წარმატებას მიაღწია, შევთავაზოთ არჩევანი, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებას არჩევანი უნდა შესთავაზოს და ეს არჩევანი არის ერთობა.
„მესმის, რომ ყველას სიმპათია შეიძლება ყოველთვის დაკმაყოფილებული ვერ იყოს, მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა. მე და ზურამ (ჯაფარიძე) ძალიან დიდ ენერგია და შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ეს ერთობა შემდგარიყო, განსხვავებების მიუხედავად, საერთო წერტილები მოგვენახა“,- განაცხადა ხოშტარიამ.
„დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „ახალი“ ერთიანდებიან. ინფორმაცია ექსკლუზიურად TV24-მა გაავრცელა.