ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზარქუა: ის რომ „გირჩი - „ჩახდილები“, რუსული ფულით დაფინანსებული „დროა“ და ზონდერ პროკურორი გვარამია ახალი გუნდი არიან, ბლეფია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ახლების“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ გაერთიანებას ბლეფს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი დონორებს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ დიდ ფულს წამოიღებენ.

მისი თქმით, იმას, რომ, თითქოს, ისინი ახალ პლატფორმას ქმნიან, ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებენ.

„გირჩი – „ჩახდილები“, „დროა“ რუსული ფულით დაფინანსებული და ზონდერ პროკურორი გვარამია პოზიციონირებენ, რომ ახალი გუნდი, ახალი პლატფორმა არიან, რაც ბლეფია. ამას ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებენ. თუ გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ათი კაცი გავაჩეროთ, ვკითხოთ, გვარამია და მელია ასოცირდებიან ახალ სახესთან თუ „ნაცებთან“, „გირჩი – „ჩახდილი“ ჯაფარა ასოცირდება „ნაცებთან“, თუ ახალ სახესთან ისევე, როგორც ხოშტარია ასოცირდება „ნაცებთან“ და რუსებთან, თუ ახალ სახესთან? მგონი, დონორებს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ დიდ ფულს წამოიღებენ. რისი გამკეთებელია გვარამია ან ის, ჩემმა „ხაბემ“ საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოაგდო? საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოგაგდებენ და შემდეგ პოლიტიკაში დარჩები – რა ხარ?!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სამი ოპოზიციური პარტია - „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანდნენ და პარტიები დღეიდან ერთიან კამპანიას დაიწყებენ.