ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საია: მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად კვლავ „კლანური მმართველობა" რჩება

საქართველოს იურისტთა ასოციაცია უსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშშს აქვეყნებს, სადაც საუბარია 2023 წლის 1 იანვარი-31 დეკემბრის პერიოდზე.

მათი ინფორმაციით, მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ ე.წ კლანური მმართველობაა.

„საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N12 ანგარიში წარადგინა. მონიტორინგი ეხება 2023 წლის 1 იანვარი-31 დეკემბრის პერიოდს.

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ ე.წ “კლანური მმართველობაა“. ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომ ამან, პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატების და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს.

საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა.

საიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, 2023 წელს საჯარო ინფორმაციის მისაღებად გაგზავნილ 8 წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია“,- აღნიშნულია ანგარიშში.