მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უფლებადამცველი, ორგანიზაცია Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივი - იულია ნავალნაია დაუსწრებლად დააპატიმრა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
მას ბრალად ედება „ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა".
„ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა“, - აცხადებენ სასამართლოში.
ბრალდების თანახმად, ალექსეი ნავალნის ქვრივს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.