აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანსში გაწევრიანების გზაზე.
მისი თქმით, მოკავშირეები გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა უკრაინა ძლიერი იყოს, როგორც სამხედრო კუთხით, ისე ეკონომიკურად და დემოკრატიულად.
„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო კვირებსა და თვეებში და სამიტზე ნახავთ უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენმა რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი და წარმატებული უკრაინა კრემლის აგრესიაზე კარგი პასუხი იქნება.