ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხავიერ კოლომინა: ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„კარგი შეხვედრა გვქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით და რეგიონული მოვლენები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ხავიერ კოლომინა.