„გახარია საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი TV 24-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ალიანსთან დაკავშირებით, გახარიასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს.
დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა მის პარტიასთან.
„რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება. ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა მას რომ აქვს, ამაში ახალი არაფერი არ არის და არაერთხელ გვითქვამს. პირდაპირ რომ გითხრათ, მე მივესალმებოდი ასეთი ტიპის თანამშრომლობას. დიახ, პრეზიდენტის ნაწილში, ის რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა”, - განაცხადა დაუშვილმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილთან რაიმე სახის კომუნიკაცია გიორგი გახარიას, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ არ იცის და ამაზე კითხვა გახარიას უნდა დაუსვან.