TV 24-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის და ალიანსის შექმნა სურს გიორგი გახარიას პარტიასთან.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ კომუნიკაციაშია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან.
ზურაბიშვილს უკვე აქვს აქტიური მოლაპარაკებები პოლიტიკოსებთან და ახალი გაერთიანების პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში იგეგმება.
TV 24-ის ინფორმაციით, უკვე დადასტურებულია, რომ ახალ პარტიაში ვიხილავთ ეკა ბესელიას, შოთა შალელაშვილსა და თამარ ჩუგოშვილს. ასევე ჩვენი ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებებია გიორგი მარგველაშვილთან, კახა კუჭავასთან და ანა დოლიძესთან.