ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: 2023 წელს, პარლამენტი კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა

2023 წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა, - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებაში წერია.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს.

,,პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს.

პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია გვაწვდიდა: პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობა, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია",- წერია ინფორმაციაში.