ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რაჭის სოფელ ღარში, საბავშვო ბაღი მდინარე ღარულას ტერიტორიაზე შენდება

სახიფათო მშენებლობა რაჭაში. სოფელ ღარში საბავშვო ბაღის მშენებლობა მდინარე ღარულას ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს.

თეა გოდოლაძემ ონის მუნიციპალიტეტიდან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა და ადგილობრივ ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერება მოსთხოვა.

სპეციალისტის აზრით, ჭალაში ნებისმიერი ტიპის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან არსებობს დატბორვის რისკი.