ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დაჭრილი კურიერი პირველ კომენტარს TV24-თან აკეთებს: ერთი ბოთლი ლუდი აკლდა და მაგის გამო გამიმეტეს

ერთი ბოთლი ლუდი აკლდა და მაგის გამო გამიმეტეს. ჯერ მაგინა და რომ ავედი, ფეხებში მესროლა 5-6 ჯერ მაინც, - ამის შესახებ ,,გლოვოს" კურიერი თემო სიგუა TV 24-თან საუბრისას აცხადებს.

„გლოვოს“ კურიერი ამბობს, რომ პირები, რომლებმაც შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

,,ეტყობა, მეუღლემ შეუკვეთა, დამირეკა და მითხრა ლუდი აკლიაო, ავუხსენი, რომ უნდა დაკავშირებოდნენ გლოვოს საფორთს (მხარდაჭერის ჯგუფს). მე რაც ობიექტმა გამომატანა ის ამოვიტანე და დანარჩენი მე არ მეხებოდა. ქალბატონმა გამითიშა და მერე ამ ბიჭმა დამირეკა აგრესიულად - ,,სად არის ჩემი ლუდი, როდის უნდა მომიტანოო". იგივე ავუხსენი. მერე გინება დაიწყო. კორპუსთან ჩამოდი-მეთქი ვუთხარი. ერთმა მესროლა. ძირითადად, ზოგი გვაშველებდა. რომ მივედი ბევრნი დამხვდნენ - დაახლოებით 4-5 კაცი. ვფიქრობ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ამოცნობის პროცედურა ჩატარდა. ორივე ფეხზე ოპერაცია ჩამიტარდა. რეაბილიტაციისთვის ალბათ, 6 თვე დამჭირდება",- ამბობს კურიერი.

TV 24-ის ჟურნალისტმა გაარკვია იმ პირის ვინაობა, ვინც „გლოვოს“ კურიერი დაჭრა. უკვე სამი დღეა პოლიცია ნიკოლოზ მამალაძეს ეძებს.