TV 24-ის ჟურნალისტმა გაარკვია იმ პირის ვინაობა, ვინც „გლოვოს“ კურიერი დაჭრა. უკვე სამი დღეა პოლიცია ნიკოლოზ მამალაძეს ეძებს.
ახალგაზრდა ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩის 28ა ნომერში ცხოვრობს. სწორედ იმ ადგილას, სადაც გამოძახებული პროდუქტი კურიერმა მიიტანა.
ჩვენივე ინფორმაციით, ამ ინციდენტის შემდეგ, ნიკოლოზ მამალაძე, ოჯახის წევრთან ერთად მიიმალა. მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.
„გლოვოს“ კურიერს შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.