ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გია ვოლსკი: ქართული ჯარის თუნდაც სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა უპირატესობას რუსეთის ფედერაციას აძლევს, რაც სტრატეგიული შეცდომაა

სამხედრო დახმარებებთან დაკავშირებით ერთი რამ მყარად შემიძლია ვთქვა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად კავკასიაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი რუსეთის ფაქტორია და სამხედრო სწავლების გაურკვეველი დროით გადატანა მხოლოდ საქართველოს მიმართ დემარში არ არის - ეს პოზიციების დათმობას ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ჯარის თუნდაც სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა უპირატესობას რუსეთის ფედერაციას აძლევს, რაც სტრატეგიული შეცდომაა.

,,სამხრეთ კავკასიაში პოზიციების შესუსტება, სამხედრო წვრთნების არჩატარება, ქართული ჯარის თუნდაც სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა უპირატესობას ყველაზე საფრთხის შემცველ მხარეს - რუსეთის ფედერაციას აძლევს, რაც სტრატეგიული შეცდომაა.

როდესაც რეიტინგულ ჯარს აკლებ თუნდაც არასაკვანძო და არასაგანგებო მნიშვნელობის დახმარებას, ეს პოლიტიკური დემარში დამაზიანებელია. ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება უხაროდეს, ოპოზიციური სუბიექტები არიან, რომელთაც ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი და ამბობენ, რომ რაც ხდება არჩევნებისთვის ძალიან კარგია. ეს ასევე უხარიათ რუსეთის ფედერაციაში - ისეთივე ჭადრაკს თამაშობენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში იყო.

როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენს, ასევე, როცა თბილისიდან 700 მეტრში რუსეთის ტანკები დგას და რაკეტაა ჩვენს საფეთქელზე დამიზნებული, როგორ შეიძლება, ამ დროს ჯარს მოაკლო და მილიონები რეიტინგის არმქონე არასამთავროებო ორგანიზაციებს მისცე, რომლებიც მხოლოდ ერთადერთ რამეს ლამობენ, რომ რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში აღმოჩნდნენ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია და გადატრიალება მოაწყონ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.