ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პოლიციამ პარლამენტის სამივე შესასვლელისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა

პლენარული სხდომის დაწყებამდე, პოლიციამ პარლამენტის სამივე შესასვლელისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა. მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები და „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

მათ გადაადგილება ეკრძალებათ როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩების მხრიდანაც.

პარალელურად, თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სხვა სპეციალური ტექნიკა. ადგილზეა სპეცრაზმიც.

პარლამენტში რუსული კანონის საბოლოო განხილვაა დაგეგმილი. 12 საათზე იწყება პლენარული სხდომა, სადაც კანონპროექტის მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. აქციის მონაწილეები კი დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში საყვირების ფონზე აცილებენ.