ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით ხვდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ. „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები მათ „მონებს" და „რუსებს" ეძახიან.

მანამდე ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს. ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები.

მშვიდობიანი აქცია პარლამენტთან 22:00 საათზე დაიწყო. 9 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.