ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. მათ დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ჩიტაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს აქვს დაკავებული. სამართალდამცველებმა განთავსდნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერიც.

მშვიდობიანი აქცია პარლამენტთან 22:00 საათზე დაიწყო. 9 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.