პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს. სამართალდამცავებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.
მშვიდობიანი აქცია პარლამენტთან 22:00 საათზე დაიწყო. 9 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.