ანგელა მერკელის მთავრობაში მიწევდა მუშაობა საქართველოს საკითხებზე. მაშინ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ჩვენ ვიყავით ამაყები და ბედნიერები, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ ბუნდესტაგის წევრმა, კნუტ აბრაჰამმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანია, მოვნახოთ გზები, როგორ შეიძლება ამ პროცესის განხორციელება. სამწუხაროდ, ამ პროცესში დაიკარგა ნდობა იმ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის გამო. ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში არჩევნებია. მთავარი მოკლევადიანი გამოწვევა ჩვენთვის არის იმის უზრუნველყოფა, რომ ძალიან პროფესიონალურად დავაკვირდეთ ამ არჩევნებს, გადაწყვეტილება, რომელი გზით ივლით - ქართველი ხალხის მისაღებია“, - აღნიშნა აბრაჰამმა.