MEGOBARI აქტის ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და MEGOBARI აქტზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება სურთ.
„ომის კრიმინალ პუტინს 2008 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უკანონოდ აქვს ოკუპირებული და ეს სწორედ ომის კრიმინალი პუტინის მიერაა ჩადენილი და არა ვინმე სხვის. მე ვიმყოფებოდი საქართველოში ქალაქ გორში და ვნახე პუტინის უკანონო ძალები ამ ქალაქში. ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედაქალაქმა თბილისმა, იქ საოცარი ხალხია. "ქართული ოცნება" რუსული სტილის კანონის მიღებით საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას. სამწუხაროა, რომ კანონი პუტინის გავლენითაა მიღებული.
ჩენ ვიცით, რომ MEGOBARI აქტი აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას ითვალისწინებს. მოიცავს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის და ქვეყანას ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებაში, ასევე ოქტომბერში, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაში ეხმარება. ეს ჩვენი მეგობრობის მნიშვნელოვანი მესიჯია. ყველა ქართველს ესმის, რომ ჩვენ მათთან ვდგავართ და მხარს მათ სუვერენიტეტს ვუჭერთ“, - განაცხადა უილსონმა.