საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამ კანდიდატს - ვიქტორ ახალბედაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და გიორგი გაბიტაშვილს უყარა კენჭი.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საპროკურორო საბჭოს თერთმეტმა წევრმა. მათ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე მისცეს ხმა.
ხმების დათვლის შედეგად გამარჯვებულ კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი დასახელდა. მან 11 დადებითი ხმა მიიღო.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს წარუდგენს.