უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი, მარი სტრათერსი თბილისში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან გამოყენებულ ძალას ეხმაურება და წერს, რომ ამ დამაზიანებელი კანონპროექტის წინწაწევისას, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს.
„ის, თუ როგორ იქნა ეს კანონპროექტი მიღებული - ძალაუფლების დერეფნებში პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული პროცედურებით ჩახშობით, როცა დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აპატიმრებდნენ გარეთ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის პირობებში - აჩვენებს ამ კანონპროექტის მავნებლურ გავლენას, რისი აშკარა სამიზნეც ადამიანის უფლებებია", - აღნიშნულია განცხადებაში.
უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა გამოხატვის, ასოციაციების და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩასახშობად.
„მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ბრძანების გაცემის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით, უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაში - მათ შორის პოლიციელების, რომლებიც ძალას უკანონოდ იყენებენ", - აცხადებს Amnesty International-ი.