ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მეუფე სტეფანე: 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, ყველა უნდა ვიყოთ, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ

17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ. მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა უნდა ვიყოთ თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ განაცხადა.

მეუფე აცხადებს, რომ ახლა ერთობის დროა და თუ ხალხი ქაშვეთში ვერ დაეტევა, ნაწილი გარეთ დადგება.

„ახლაც, ამ დღეებში, არაერთხელ ითქვა ეკლესიიდან, როგორ არის მართალი და რა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტი. 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ. მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა უნდა ვიყოთ თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით. ქაშვეთში თუ არ დავეტევით, გარეთ ვიქნებით. რამდენადაც შესაძლებელია, თუ გინდა მთელი ქუჩა და მოედნები გაივსოს,. გახმოვანება ჩაირთვება და ყველა დადგება იმ პარაკლისზე, რომელიც ერის სიცოცხლისთვის უნდა ითქვას. უწმინდესის ლოცვა-კურთხევაა, რომ ვინც ვერ წამოვა, ადგილებზეც იყოს პარაკლისი. ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა იყოს ერთობა. არა ერთობით ბოროტებაში, არამედ ერთობით ღვთის წინაშე. იქ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ქრისტიანები ვართ. ღვთის წინაშე უნდა გამოვჩნდეთ, უფალმა უნდა დაგვინახოს, რომ ჩვენ ის კეთილი ნაყოფი გამოვიღეთ, რომელიც მან დათესა", - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.