ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პიტერ სტანო: თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ საქართველოს შესახებ ისაუბრა და „აგენტების კანონს“ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის ძალიან საშიში უწოდა.

„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია, რას ვფიქრობთ ამ კანონპროექტზე, რომელიც არის ძალიან საშიში საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის არ წაიწევს წინ, თუმცა ასევე ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები“, –განაცხადა სტანომ.

მისი თქმით, თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის.

„დისკუსია გრძელდება, კანონპროექტის განხილვა მესამე ეტაპზეა. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოლოდინები საკმაოდ მკაფიოდ გაახმოვანეს. თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. თუმცა, კონკრეტულ შედეგებს განვიხილავთ, როდესაც იქნება საბოლოო შედეგი და წევრი სახელმწიფოები ერთმანეთში განიხილავენ, თუ როგორი იქნება ევროპული რეაგირება“, – განაცხადა სტანომ.