ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს. ამის მიზეზად ის უნივეტრსიტეტის პრეზიდენტის პოზიციას ასახელებს.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს,“- დაწერა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში.
ასევე უნივერსიტეტი დატოვეს ლექტორებმა- დავით ქაშიაშვილმა, ნიკო რეგაძემ, ნინიკო რობაქიძემ და სოსო ბერიკაშვილმა.